Belive

არსენალი კონსას სანაცვლოდ 50 მილიონს იხდის

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

არსენალმა, ასტონ ვილასთან, ეზრი კონსას ტრანსფერზე, შეთანხმებას მიაღწია. "მეთოფეები" მზად არიან, ინგლისელი მცველის სანაცვლოდ, 50 მილიონი გადაიხადონ. პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონებს, უილიამ სალიბასა და იურიენ ტიმბერის ტრამვების გამო, დაცვის გაძლიერება სურდათ. არსენალი კონსას მთელი ზაფხული აკვირდებოდა და საბოლოოდ, მოლაპარაკებეში, შეთანხმებას მიაღწია.

მიკელ არტეტას იმედი აქვს, რომ 28 წლის ფეხბურთელის დამატებით, დაცვის ცენტრში, უილიამ სალიბას არ ყოფნით გამოწვეულ პრობლემას შეამსუბუქებს. სალიბამ, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ესპანეთის წინააღმდეგ, ზურგის ტრამვა მიიღო. ამ ეტაპზე, ფრანგი მცველის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ის კიდევ ორი თვე ვერ ითამაშებს.

კონსას დამატების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, მისი უნივერსალურობაცაა. ინგლისელს, ცენტრალური მცველის გარდა, მარჯვენა მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. ასტონ ვილამ, ამ სატრანსფერო ფანჯრის პირობებში, ისეთი ფეხბურთელები გაუშვა, როგორებიცაა მორგან როჯერსი, იური ტილემანსი და ლუკა დინი. მიუხედავად იმისა, რომ კონსას ტრანსფერი ოფიციალურად არ დადასტურებულა, არსენალი ძალიან ახლოსაა ინგლისელი მცველის გაფორმებასთან.

სხვა სტატიები