პოუპის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა - კიპერს ოპერაცია ჩაუტარდება
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ნიუკასლის" კიპერის - ნიკ პოუპის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდება. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ნიკ პოუპი დაზიანებულ მხარზე ოპერაციას უახლოეს დღეებში ჩაიტარებს, რის შემდეგად ხანგრძლივ სარეაბილიტაციო კურსს გაივლის.
"კაჭკაჭების" მთავარმა მწვრთნელმა - ედი ჰოუმ დაადასტურა, რომ პოუპი მოედანზე დაბრუნებას, მინიმუმ 4 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, კიპერმა ტრავმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამართული მატჩის დროს მიიღო და მოედანი 86-ე წუთზე დატოვა.