აქამდე არასდროს მომხდარა - მანჩესტერის უნიკალური და ისტორიული მიღწევა
ევროპა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლიონი" დამატებით დროში 5:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
"წითელი ეშმაკები" პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 იგებდნენ, 71-ე წუთზე ტოლისომ სხვაობა შეამცირა, 78-ზე კი ნიკოლას ტალიაფიკომ გაათანაბრა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც "ლიონმა" რაიან შერკის და ალექსანდრ ლაკაზეტის გოლებით დააქამბექა, მაგრამ მანჩესტერელებმა შეძლეს და დარჩენილ დროში 3 გოლი გაიტანეს: 114-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი გაიტანა, 120-ზე კობი მაინუმ, 120+1-ზე კი ჰარი მაგუაიერმა.
ამ საოცრად დრამატულ მატჩში გამარჯვებით, "წითელმა ეშმაკებმა" დიდებული ფაქტი დააფიქსირეს, რაც ევროპულ ფეხბურთში და ევროტურნირების ისტორიაში არასოდეს მომხდარა - "მანჩესტერი" გახდა ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც 120+ წუთზე 2 გოლის გატანა შეძლო.
120 - Manchester United are the first team in history to score two goals in the 120th minute of a major European match. Amorimtime. pic.twitter.com/d9VCeb0Wiq
— OptaJoe (@OptaJoe) April 17, 2025
ევროპა ლიგის 1/2-ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ატლეტიკო ბილბაოს" დაუპირისპირდება.