პორტუსთან მატჩში გიორგი გოჩოლეიშვილი შახტარის ძირითად შემადგენლობაშია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ,,პორტუ'' დონეცკის ,,შახტარს'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.
უკრაინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა გიორგი გოჩოლეიშვილი. კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი აზაროვი კი სათადარიგოთა სკამზეა.
გოჩოლეიშვილი დონეცკელთა სასტარტო თერთმეტეულში გასულ ტურში, ,,ანტვერპენთან'' მოგებულ მატჩშიც იყო.
5 ტურის შემდეგ ,,შახტარი'' 9 ქულით ჯგუფის მე-3 პოზიციაზეა, 9 ქულა აქვს მეორეადგილოსან ,,პორტუსაც''. მერვედფინალისტის ვინაობა სწორედ ამ გუნდების დღევანდელ დაპირისპირებაში გაირკვევა.