Belive

პორტუგალიის ნაკრების ახალი კაპიტანი ბერნარდუ სილვა იქნება

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ნაკრებმა ახალი კაპიტანი დაასახელა - ამიერიდან გუნდს ბერნარდუ სილვა უკაპიტნებს. გადაწყვეტილება კრიშტიანუ რონალდუს მიერ სანაკრებო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

გამოცემა The Touchline-ის ინფორმაციით, კაპიტნის შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობაა - გუნდის კაპიტანს ეროვნული ნაკრების მაისურით, ყველაზე მეტი შეხვედრა უნდა ჰქონდეს ჩატარებული.

სილვას პორტუგალიის ნაკრებში 115 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 14 გოლი გაიტანა. მადრიდის რეალის ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს 2015 წელს შეუერთდა. ბერნარდუს სანაკრებო დებიუტი 20 წლის ასაკში, 31 მარტს, კაბო ვერდეს წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ის მატჩი პორტუგალიამ 2:0 წააგო. ბერნარდუ სილვას, პორტუგალიის ნაკრებში ერთა ლიგა ორჯერ, 2019 და 2025 წლებში აქვს მოგებული.

სხვა სტატიები