Belive

პოლიცია სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"კარდიფის" ახალწვეული, ემილიო სალა, რომელიც ავიაკატასტროფაში მოყვა და სავარაუდოდ გარდაცვლილია, შესაძლოა ცოცხალი იყოს. აღნიშნული ინფორმაცია პოლიციამ გაავრცელა. მათი თქმით, თვითმფრინავში, რომლითაც სალა და პილოტი მგზავრობდნენ, სამაშველო გასაბერი ნავი იყო. მაშველებმა თვითმფრინავს, რომელიც "ლა მანშის" სრუტის თავზე რადარებიდან გაქრა, ვერ მიაკვლიეს და ის არც რადარებზე ჩანს. სამაშველო გასაგებერი ნავის ბორტზე ყოფნა იმ ვერსიას ამყარებს, რომ შესაძლოა სალა ცოცხალი იყოს. ემილიო სალა "კარდიფში" რამდენიმე დღის წინ გადავიდა და "ნანტის" ყოფილი ფეხბურთელი ბრიტანეთში საფრანგეთიდან ბრუნდებოდა, სადაც ძველ თანაგუნდელებს დაემშვიდობა.

სხვა სტატიები