ლივერპული Vs. ტოტენჰემი (პრევიუ)
5 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
საინტერესო ფაქტები მატჩის შესახებ:
- პრემიერლიგის ეგიდით, ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან - 2 "ლივერპულის" გამარჯვებით დასრულდა, 2 შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, ხოლო 1 მატჩში "ტოტენჰემმა" გაიმარჯვა.
- პრემიერლიგის ეგიდით, ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან, "ლივერპულის" ფეხბურთელებმა 3 შეხვედრაში შეძლეს ანგარიშის გახსნა. "ტოტენჰემი" 2 მატჩში დაწინაურდა.
- პრემიერლიგის ეგიდით, "ენფილდზე" ჩატარებული" უკანასკნელი 7 მატჩიდან "ლივერპულმა" 5 მოიგო, 2 კი ფრედ დასრულდა. "ენფილდზე" უკანასკნელი გამარჯვება "ტოტენჰემმა" 2011 წელს მოიპოვა.
- მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" საუკეთესო სნაიპერები მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე არიან, რომლებმად 17-17 გოლის გატანა შეძლეს. "ტოტენჰემის" ლიდერმა ჰარი კეინმაც 17 გოლი გაიტანა.