პოლ სქოულზმა მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, პოლ სქოულზმა, საფეხბურთო პოდკასტში მსოფლიოს 5 საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა.
ინგლისელის რჩეულთა შორის ფრენკი დე იონგი (5), ალექსის მაკ ალისტერი (4), ვიტინია (3), როდრი (2), და პედრი (1) მოხვდნენ.
სქოულზმა მისთვის საუკეთესო ნახევარმცველზე, პედრიზე, ვრცლად ისაუბრა:
,,ჩემი პირველი ნომერი პედრია. ბარსელონასა და ნიუკასლის მატჩის შემდეგ, საკუთარ თავს ვუთხარი: ,,დიახ, მასში ხავისა და ინიესტას თვისებებია გაერთიანებული...'' მას შეუძლია, ნებისმიერ მეტოქეს გაუმკლავდეს. ზოგჯერ ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდება, თუმცა, წარმოუდგენელია, როგორ ახერხებს თავის დაძვრენას. პედრის ბრწყინვალე ტექნიკა აქვს.
როცა ნიუკასლმა ბარსელონას გაუტანა, მატჩის ბოლომდე მსაჯის მიერ დამატებული 8 წუთი იყო, ვიფიქრე, რომ საინტერესო დასასრული გველოდა. თუმცა, ამ 8 წუთიდან თითქმის 7 წუთის განმავლობაში ბურთი პედრის ჰქონდა და ის თამაშს მთლიანად აკონტროლებდა. ყველაზე მეტად სწორედ ამან მომხიბლა.'' - პოლ სქოულზი
ოქროს ბურთის წლევანდელ გამოკითხვაში პედრიმ მე-11 ადგილი დაიკავა.
მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 1 გოლია.
👏 Los elogios de Paul Scholes a Pedri en el podcast @goodbadftblpod: "Es como Xavi e Iniesta en uno. Es brillante" pic.twitter.com/9ULKIkyAdT
— Mundo Deportivo (@mundodeportivo) September 24, 2025