პოლ პოგბას ძმა მათიასი აცხადებს, რომ ის პოლის გამო კინაღამ მოკვდა
კვირას მათიასმა უცნაური ვიდეო გაავრცელა სოციალურ ქსელში, სადაც ამბობდა, რომ მალე ისეთ ინფორმაციას გაავრეცელებდა მის ძმაზე, რომლითაც ყველა გაოცდებოდა. მან ასევე დაამატა, რომ პოლის თანაგუნდელები და სპონსორები იმსახურებენ იმას, რომ ეს ყველაფერი იცოდნენ.
🔴🤦🏾♂️ Mathias Pogba no get shame. pic.twitter.com/RwSXUnY19X
— MUIP (@ManUtdInPidgin) August 28, 2022
საღამოს კი, ისტორია სულ სხნაირად შემობრუნდა. პოლ პოგბამ განახცადა, რომ კრიმინალური დაჯგუფება, რომელშიც მისი ძმა არის გაწევრიანებული, აშანტაჟებდა.
ამ ყველაფრის ფონზე, მათიასი აცხადებს, რომ მისმა ძმამ პოლიციას ცრუ ჩვენება მისცა და ცდას არ აკლდებდა, რომ ის ციხეში ჩაესვა.
Hahahaha, ce que j'attendais est arrivé : mon petit frère qui commence enfin a montré son vrai visage. Puisque c'est lui qui a commencé a parlé pour mentir à la police et qui fait sortir l'info, on pourra rien me reprocher.👇🏿https://t.co/rwnmaLtiHs
— Mathias Pogba (@LeMathiasPogba) August 28, 2022
Paul, tu voulais vraiment me faire taire quite à mentir et m'envoyer en prison, je m'en doutais maintenant c'est avéré, ma version des faits arrive et contrairement à toi, j'ai de quoi prouvé mes dires et tes mensonges. Je te le redis : frère, manipuler les gens c'est pas bien !
— Mathias Pogba (@LeMathiasPogba) August 28, 2022
Il est pas question d'argent : Tu m'as impliqué malgré moi, j'ai failli mourir par ta faute, tu m'a laissé dans le trou en fuyant et tu veux faire l'innocent, quand tout sera dit les gens verront qu'il n'y a pas plus lâche, plus traître et plus hypocrite que toi sur cette terre.
— Mathias Pogba (@LeMathiasPogba) August 28, 2022
გარდა ამისა, მათიასმა თქვა, რომ მსოფლიო მალე დაინახავს, თუ რამდენად მშიშარა, მოღალატე და თვალთმაქცია მისი ძმა.
"ის, რასაც ველოდი, მოხდა. ჩემმა პატარა ძმამ საბოლოოდ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე. მან პოლიციას მოატყუა. პოლ, შენ გინდოდა, რომ ციხეში გაგეშვი. მე ვეჭვობდი და ახლა ეს მართალია. შენგან განსხვავებით, მე მაქვს საკმარისი ფაქტები ჩემი სიტყვების და შენი ტყუილის დასამტკიცებლად. კიდევ ერთხელ გეტყვი: ძმაო, ხალხით მანიპულირება არ არის კარგი! საქმე ფულს არ ეხება. შენ ცილი დამწამე და შენს გამო კინაღამ მოვკვდი, გაქცევისას ორმოში დამტოვე და გინდა თქვა, რომ უდანაშაულო ხარ? როცა ყველაფერი საჯარო გახდება, ხალხი დაინახავს, რომ შენზე მეტად მშიშარა, მოღალატე და თვალთმაქცი არავინაა ამქვეყნად.”-დაწერა მათიასმა Twitter-ზე.
დაკითხვისას პოგბამ გამომძიებელს უთხრა, რომ მარტში პარიზში ყოფნისას, მისავე საცხოვრებელ სახლში, შეიარაღებულმა მამაკაცმა დააშინა და 13 მილიონი ევრო მოსთხოვა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეს მამაკაცები მისი ბავშვობის მეგობრები იყვნენ, რომლებიც თვლიან, რომ პოლ პოგბას დაცვის სანაცვლოდ, მათ სრული უფლება აქვთ თანხა მოითხოვონ.
როგორც ცნობილია, ბოროტმოქმედები გასულ თვეში იუვენტუსის სავარჯიშო მოედანზე გამოჩნდნენ და პოგბამ პოლიციაში წასვლა გადაწყვიტა. ბანდა პოგბას ემუქრებოდა, რომ ყველას ეტყოდნენ იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა კილიამ მბაპეს მოჯადოვებას.