Belive

პოლ პოგბა სამსახიობო კარიერას იწყებს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დოპინგ სკანდალის შემდეგ, რამაც პოლ პოგბა 4 წლით ფეხბურთს ჩამოაცილა, ფეხბურთელმა ბედის ცდა სხვა საქმიანობაში გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, პოგბა ფრანგულ ფილმში სამსახიობო როლს ასრულებს.

ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც "იუვენტუსის" საკუთრებაა, ფეხბურთიდან 4 წლით დისკვალიფიცირდა მას შემდეგ, რაც მის ორგანიზმში ტესტოსტერონის აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს. ეს წინა წლის აგვისტოში მოხდა, "უდინეზესთან" შეხვედრის შემდეგ. ESPN-ის ცნობით, პოგბა გასულ კვირას პარიზში გადაღებებში მონაწილეობდა - ფილმი სახელწოდებით '4 Zéros', რომელიც 2002 წელს გადაღებული '3 Zéros'-ის გაგრძელებაა და ეკრანებზე მომავალ წელს ვიხილავთ.

ნივთიერება, რომელიც ფეხბურთელის ორგანიზმში აღმოაჩინეს "DHEA" იყო, რომელიც აძლიერებს ბუნებრივად გამომუშავებულ ტესტოსტერონს.

პოგბას დისკვალიფიკაციის შემდეგ არ უთამაშია და მისი საფეხბურთო მომავალი დიდ ეჭვებს იწვევს, რადგან 4-წლიანი აკრძალვის ამოწურვის შემდეგ ფეხბურთელი უკვე 34 წლის იქნება.

სხვა სტატიები