Belive

პოლ პოგბა ნაკრებშიც დაბრუნდება?

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლ პოგბას სასჯელი 18 თვემდე შეუმცირეს და ფეხბურთში 2025 წლის მარტში დაბრუნდება. ის ამჟამად "იუვენტუსის" საკუთრებაა და მომავალთან დაკავშირებით, კლუბთან მოლაპარაკებებს, მალე დაიწყებს. პოგბამ 2022 წლის მუნდიალი ტრავმის გამო გამოტოვა, შემდეგ კი იყო დოპინგთან დაკავშირებული სკანდალი, საინტერესოა დაბრუნდება თუ არა ფრანგი ნახევარმცველი ნაკრებშიც.

მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში, მე ხშირად ვსაუბრობდი მასთან ტელეფონით. ცხადია, ეს მისთვის ძალიან დადებითი სიახლეა. ყოველ შემთხვევაში, მან იცის, რომ შეუძლია ფეხბურთის თამაში მარტში დაიწყოს. 18 თვე ნაკლებად მკაცრია, ვიდრე საწყისი ოთხი წელი - ეს ძალიან კარგი ამბავია.

პოლს თავიდანვე ვიცნობდი და მას მუდამ ვუჭერ მხარს - იქნება ეს რთული მომენტები, ტრავმები, პირადი პრობლემები თუ სხვა. მე მასთან კონტაქტს დღემდე ვინარჩუნებ და ყველამ იცის, რომ ნებისმიერისთვის ყველა მომენტში ვარ ღია და შემიძლია კომუნიკაცია. - განაცხადა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა

პოლ პოგბას ამჟამად "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, ფრანგ ფეხბურთელს, რომელიც 15 მარტს 32 წლის გახდება, უფლება აქვს ფეხბურთს 2025 წლის 11 მარტიდან დაუბრუნდეს.

პოგბამ ტესტოსტერონზე დოპინგ-ტესტი 2023 წლის აგვისტოში ჩააგდო - იუვენტუსსა და "უდინეზეს" შორის მატჩის შემდეგ, იმავე წლის სექტემბერში მას თამაში დროებით აუკრძალეს, თებერვალში კი ეროვნულმა ანტიდოპინგურმა ტრიბუნალმა ნახევარმცველს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

სხვა სტატიები