პოგბას სასჯელი შემცირდა | ფრანგი ფეხბურთს მარტში დაუბრუნდება
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პოლ პოგბას "კოშმარის" დასასრული 2025 წლის მარტში გადმოიწევს, რადგან 2023 წელს დაწესებული ოთხწლიანი 'ბანი' 18 თვემდე შემცირდა - იტყობინება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) წარმომადგენელი.
ვადასტურებთ გადაწყვეტილებას: 18-თვიანი შეჩერება ძალაშია 2023 წლის 11 სექტემბრიდან. გადაწყვეტილება გამოიცა თანდართული მიზეზების გარეშე, რაც მოგვიანებით გახდება ცნობილი - განაცხადა CAS-ის წყარომ
საბოლოოდ, კოშმარი დასრულდა. მე შემიძლია აღელვებული შევხვდე იმ დღეს, როდესაც ჩემი ოცნებების დევნას გავაგრძელებ - თქვა პოგბამ გადაწყვეტილების შემდეგ
პოლ პოგბას ამჟამად "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, ფრანგ ფეხბურთელს, რომელიც 15 მარტს 32 წლის გახდება, უფლება აქვს ფეხბურთს 2025 წლის 11 მარტიდან დაუბრუნდეს.
პოგბამ ტესტოსტერონზე დოპინგ-ტესტი 2023 წლის აგვისტოში ჩააგდო - იუვენტუსსა და "უდინეზეს" შორის მატჩის შემდეგ, იმავე წლის სექტემბერში მას თამაში დროებით აუკრძალეს, თებერვალში კი ეროვნულმა ანტიდოპინგურმა ტრიბუნალმა ნახევარმცველს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.