"მანჩესტერ იუნაიტედს" სურს, რომ პოლ პოგბას ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს.
ფრანგი ნახევარმცველი გუნდთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
The Sun-ის ინფორმაციით, "იუნაიტედი" პოგბას კვირაში 400 ათას ევროს გადაუხდის, 28 წლის მოთამაშეს კი 5 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. აქვე გეტყვით, რომ ფრანგი ამჟამად კვირაში 290 000 ევროს იღებს.
შეგახსენებთ, რომ პოლს "წითელ ეშმაკებთან" ამჟამინდელი ხელშეკრულება მომავალი წლის ივნისში ეწურება.
გასულ სეზონში პოგბამ მანჩესტერული კლუბის მაისურით 26 მატჩი ჩაატარა - გაიტანა 3 გოლი და შეასრულა 5 საგოლე გადაცემა.