Belive

პოგბა: ,,იუვენტუსი იტალიაში კვლავ ნომერ პირველი კლუბია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,იუვენტუსის'' ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ტურინულ გუნდში დაბრუნებაზე ისაუბრა:

,,მიხარია, რომ დავბრუნდი. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ბედისწერის მჯერა და მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გინდა, მაგრამ მანჩესტერში გატარებული პერიოდით მაინც ბედნიერი ვარ, ახლა კი მხოლოდ დღევანდელ დღეზე ვფიქრობ. იუვენტუსს ყოველთვის ვაკვირდებოდი, მაშინაც, როცა ინგლისში ვთამაშობდი. ეს იტალიაში კვლავ ნომერ პირველი კლუბია. სხვა გუნდებიც გაძლიერდნენ, დონე გაიზარდა და სკუდეტოს მოგება კიდევ უფრო რთული გახდა. აქ იმისთვის ვართ, რომ პირველები ვიყოთ. ჩემპიონატის მოგება მინდა, ჩემი მთავარი მიზანია, თასი კვლავ ავწიო,'' - განაცხადა პოგბამ.
პოგბა ტურინის ,,იუვენტუსს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 29 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები