Belive

პოგბა იუნაიტედზე: "რთულია, როცა ყოველწლიურად მწვრთნელი იცვლება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ, პოლ პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი შეაფასა.
"მჯერა, რომ "იუვენტუსში" დაბრუნება ჩემთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. "მანჩესტერ იუნაიტედი"? ძალიან რთულია ადაპტაცია იმ გუნდთან, რომელიც მთავარ მწვრთნელს ყოველწლიურად იცვლის. გარდა ამისა, მქონდა ტრავმები, რომლებმაც ჩემს მენტალიტეტზე დიდი გავლენა იქონია. ახლა იმედი მაქვს, რომ სეზონს ჯანმრთელად დავიწყებ და იმ დონეს დავუბრუნდები, სადაც 2016 წელს ვიყავი. "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა შეცდომად არ მიმაჩნია. ამ კლუბში მე გავიზარდე როგორც პიროვნება და ფეხბურთელი, ეს ძალიან ღირებული გამოცდილებაა", - თქვა პოგბამ The Athletic-თან საუბარში.
პოგბა "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ფრანგი "იუვენტუსში" 2012-2016 წლებში უკვე თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მან 177 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 34 გოლი და მიითვალა 40 საგოლე გადაცემა.

სხვა სტატიები