Belive

ოფიციალურად | ჯეიდონ სანჩო დორტმუნდში დაბრუნდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

23 წლის ინგლისელი ფეხბურთელი - ჯეიდონ სანჩო, იჯარის წესით სეზონის ბოლომდე "დორტმუნდში" დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას "წითელი ეშმაკების" ოფიციალური სოციალური ქსელი ადასტურებს.

ჯეიდონ სანჩო "დორტმუნდში" 2017/2018 წლების სეზონიდან 2020/2021 წლების სეზონის ჩათვლით თამაშობდა. მან ამ პერიოდში 137 მატჩი ჩაატარა, სადაც 50 გოლის გატანა და 64 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

2021 წლის ზაფხულში კი ჯეიდონ სანჩო "მანჩესტერის" რიგებში გადავიდა. "წითელმა ეშმაკებმა" ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ £73 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. სანჩომ ინგლისური გრანდის რიგებში 82 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი გოლით 12-ჯერ ხოლო საგოლე გადაცემის შესრულებით 6-ჯერ გამოიჩინა.

ჯეიდონ სანჩო "დორტმუნდის" ღირსებას 2024 წლის ივლისის ჩათვლით დაიცავს და კლუბში 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.

სხვა სტატიები