Belive

ანჩელოტი: "ბიჭებმა ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენეს"

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში უმნიშვნელოვანესი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მასპინძელ ამერიკაში, მას შემდეგ რაც სასტარტო მატჩში მაროკოსთან ქულები დაკარგეს (1:1), კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ჰაიტის ნაკრები 3:0 გაანადგურეს და მეორე ტური ჯგუფში პირველ პოზიციაზე დაასრულეს.

მატჩის შემდეგ ბრაზილიელთა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ, გუნდის თამაშის ხარისხი შეაქო და პროგრესს გაუსვა ხაზი.

„გუნდმა კარგად ითამაშა, წინ დიდი ხარისხი და ინტენსივობა გვქონდა. თავდამსხმელებმა შესანიშნავად იმუშავეს და კარგები იყვნენ. ჩვენ ხუთი გოლი გავიტანეთ, თუმცა მხოლოდ სამი ჩაგვითვალეს. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ნაკრებმა ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა.

ძალიან კარგი და ხარისხიანი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში თავს მეტი გამბედაობის და თავისუფლების უფლება მივეცით და ძალები მაქსიმალურად დავზოგეთ.

საბოლოოდ შედეგით კმაყოფილი ვარ და ხვალიდან შემდეგ მატჩზე ფიქრს დავიწყებთ." - კარლო ანჩელოტი

ამ გამარჯვების შემდეგ ბრაზილია 4 ქულით C ჯგუფის ლიდერი გახდა. „სელესაოს“ იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც მაროკოს, თუმცა სამხრეთამერიკელები ბურთების უკეთესი ბალანსით (+3) პირველ ადგილს იკავებენ.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით და გადამწყვეტ შეხვედრას ბრაზილიის ნაკრები ოთხშაბათს, 24 ივნისს, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მაიამიში, „ჰარდ როკ სტედიუმზე“ შედგება და ანჩელოტის გუნდს პლეი-ოფის პირველი ადგილით განაღდებისთვის მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

სხვა სტატიები