პოგბა: ჩემი მიზანია ვაჩვენო "მანჩესტერს", რომ მათ შეცდომა დაუშვეს...
2 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
პოგბა: "მანჩესტერმა მეორე შეთავაზება გააკეთა?" რაიოლა: „დიახ. მათ ძალიან უნდათ, რომ დარჩე. მე მათ ვუთხარი : "თუ გსურთ, რომ ის დარჩეს, არ გააკეთოთ ეს შეთავაზება". თუ მათ ძალიან სურთ შენს ირგვლივ პროექტის აშენება, ამჯერად სხვაგვარად უნდა მოიქცნენ და ფული მაგიდაზე დადონ“. პოგბა: იტყუებიან. როგორ შეგიძლია უთხრა მოთამაშეს, რომ მისგან აბსოლუტურად ყველაფერი გსურს და არაფერი შესთავაზო? ასეთი რამ არასდროს მინახავს. ”
რაიოლა პოგბას მის სამომავლო გეგმებზეც ესაუბრებოდა. აგენტი, რომელიც აპრილში გარდაიცვალა, ფიქრობდა, რომ პოგბას რაღაც აბრკოლებდა.
რაიოლა: „რა არის შენთვის საუკეთესო? რა არის საუკეთესო შენი ოჯახისთვის, შენი კარიერისთვის? რა არის საუკეთესო ეკონომიურად? რა არის საუკეთესო შენი ბრენდისთვის? ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ თავი ისევე კარგად იგრძნო, როგორც საფრანგეთის ნაკრებში ყოფნისას. შენ სხვა პოგბა ხარ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში. ეს არ არის ნორმალური. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად შენ ნამდვილი პოგბა ხარ, იუვენტუსის პოგბა, პოგბა, რომელიც ყველას უყვარს. მანჩესტერში რაღაც გბლოკავს." პოგბა: ჩემი მიზანია ვაჩვენო "მანჩესტერს", რომ მათ შეცდომა დაუშვეს, როცა არ იჩქარეს კონტრაქტის მოცემა. სხვა კლუბებს მინდა ვაჩვენო , რომ მანჩესტერმა შეცდომა დაუშვა, როცა კონტრაქტი არ შემომთავაზა.
რაც არ უნდა იფიქროთ პოგბაზე, მომავალი დოკუმენტური ფილმი საკმაოდ საინტერესო იქნება.