Belive

პოგბა ან სულშერი - ფრანგმა ფეხბურთელმა მოლაპარაკებები შეწყვიტა 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურში "ლივერპულთან" პრინციპულ მატჩში დამარცხების შემდეგ (0:5), გუნდის მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერთან კომუნიკაცია შეწყვიტა, გუნდში დარჩენა გადაიფიქრა და ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე უარი თქვა. პოგბას მანჩესტერულ კლუბთან ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება. "წითელ ეშმაკებს" ფრანგთან კონტრაქტის განახლება სურთ, თუმცა მას სეზონის ბოლოს უფასოდ წასვლა შეუძლია. გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ნახევარმცველმა თანაგუნდელებს "ლივერპულთან" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, გუნდის დაღალეტევბის და 59-ე წუთზე წითელი ბარათის მიღების გამო, ბოდიში მოუხადა, თუმცა ნორვეგიელ სპეციალისტთან არ უსაუბრია. ხსენებულ ეპიზოდში VAR-ის განხილვის შემდეგ, ენტონი ტეილორმა, ნაბი კეიტას წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევის გამო, საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მოედნიდან გააძევა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, პოგბა "მანჩესტერში" მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ კლუბს ოლე გუნარ სულშერი დატოვებს. პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია და კლუბში 2016 წელს, ტურინის "იუვენტუსიდან" 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა. საერთო ჯამში, ფრანგმა ფეხბურთელმა ინგლისურ გრანდში 218 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 49 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან "იუნაიტედთან" ერთად ორჯერ ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ კი ევროპის ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები