Belive

ოფიციალურად | ესპანეთის 2027 წლის სუპერ თასი სტამბოლში გაიმართება

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2027 წლის ესპანეთის სუპერთასის გათამაშებას სტამბოლი უმასპინძლებს. ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას რეალ მადრიდი, ბარსელონა, ატლეტიკო და სოსიედადი მიიღებენ, 2027 წლის 2-დან 7 თებერვლამდე სტამბოლის ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება.

თურქეთის უდიდესი ქალაქი მას შემდეგ შეირჩა, რაც ფედერაციამ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიღებული შვიდი განსხვავებული წინადადება განიხილა. პროცესში ჩართული იყო კომპანია SELA-ც, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ტურნირის არაბეთის ნახევარკუნძულზე ორგანიზებაზე მუშაობს. სტამბოლში ტურნირის დროებით გადატანის მთავარი მიზეზი სწორედ საუდის არაბეთია - 2027 წელს აღნიშნული ქვეყანა აზიის თასს უმასპინძლებს, რის გამოც თარიღები ერთმანეთს დაემთხვა. შესაბამისად, სუპერთასი არაბეთს 2028 წლიდან დაუბრუნდება, მანამდე კი ესპანური ფეხბურთის გრანდები თურქეთში ითამაშებენ.

ფედერაციის განცხადებით, სტამბოლთან მიღწეული შეთანხმება უზრუნველყოფს იმ ფინანსური სარგებლის შენარჩუნებას, რასაც ესპანური ფეხბურთი ამ ტურნირისგან იღებს. ეს შემოსავლები პირდაპირ ხმარდება ესპანეთის როგორც კაცთა, ისე ქალთა ჩემპიონატების თითქმის ათასამდე კლუბს. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის მოქმედი გამარჯვებული ბარსელონაა.

სხვა სტატიები