Belive

პოჩეტინოს დიდი ცვლილებები პარიზში: თანამემამულეები მბაპეს და ნეიმარის ნაცვლად?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ "პარი სენ-ჟერმენი" მზადაა მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს შეელიოს. AS-ის ცნობით პარიზელების მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს სურს, რომ გუნდში ორი თანამემამულე შემტევი, ლეო მესი და სერხიო აგუერო მიიყვანოს. ამრიგად, 22 წლის ფრანგის ადგილი პარიზულ კლუბში აღარ რჩება. ამავე დროს, ვარსკვლავური შემტევების დამატების შემთხვევაში, "პსჟ-ს" სამართლიანი თამაშის წესების დაცვაზე ზრუნვაც მოუწევს, შესაბამისად, გუნდში სახელფასო ჭერის შეკვეცის აუცილებლობა დადგება, ამან კი შესაძლოა გუნდიდან ნეიმარის წასვლაც  გამოიწვიოს. ეს უკანასკნელი "ბარსელონაში" დაბრუნებასაც არ გამორიცხავს. რაც შეეხება მსოფლიოს 2018 ჩემპიონს, მისი შეძენის მთავარი კანდიდატი მადრიდის "რეალია". მბაპე საფრანგეთის დედაქალაქში 2017 წლის ზაფხულში, "მონაკოდან" გადაბარგდა და 22 წლის ასაკში, მუნდიალის გარდა უკვე მოასწრო 4-ჯერ ლიგა 1-ის, 2-ჯერ საფრანგეთის თასის, 2-ჯერ ლიგის თასის და ამდენჯერვე ქვეყნის თასის მოგება. პარიზელთა მაისურით კილიანმა 144 შეხვედრაში 104 გოლი გაიტანა და 58 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები