პოჩეტინომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი და მწვრთნელი დაასახელა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტისთან'' მატჩის წინ, ,,ჩელსის'' მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, პეპ გვარდიოლას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა, ,,სიტის'' კი - საუკეთესო გუნდი:
,,ჩემთვის მანჩესტერ სიტი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია საუკეთესო მწვრთნელით... უნდა შევაქოთ და სიმართლე ვთქვათ, რადგან ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაციაა.
როდესაც ასეთ შედეგებს დებ, ეს ნიშნავს, რომ კლუბის თითოეული წევრი თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.
ჩვენთვის ეს გამოწვევაა! გვინდა, რომ მათ წინააღმდეგ ვიბრძოლოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. სამი ქულის მოპოვება გვჭირდება!'' - მაურისიო პოჩეტინო
ხვალ, პრემიერლიგის მე-12 ტურში, ლონდონის ,,ჩელსი'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლებს. მატჩი 20:30 სთ-ზე დაიწყება.
11 ტურის შემდეგ, პოჩეტინოს გუნდი 15 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა, ,,ქალაქელები'' კი 27 ქულით პირველ ადგილს იკავებენ.