პოჩეტინომ მბაპეს ტრავმაზე ისაუბრა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მბაპემ ბარძაყი დაიზიანა. ვიმედოვნებ, რომ ტრავმა სერიოზული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მცირე დაზიანებაც კი შეიძლება, მტკივნეული იყოს, კილიანი ცვლილების დროს მშვიდად გამოიყურებოდა. არ ვფიქრობ, რომ ოთხშაბათს მის თამაშს (სიტისთან დაპირისპირებაში) საფრთხე ემუქრება,'' - განაცხადა პოჩეტინომ.მბაპემ ტრავმა გუშინ ,,მეცთან'' მატჩის 87-ე წუთზე მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა. კილიანმა მოგებულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. ,,პსჟ'' მომავალ მატჩს ოთხშაბათს, 28 აპრილს, ,,მანჩესტერ სიტის'' წინააღმდეგ გამართავს.