პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ფერან ტორესი დასახელდა
14 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველი სათამაშო დღე დასრულდა და როგორც ტურის საუკეთესო გუნდი, ასევე ფეხბურთელი დასახელდა. საუკეთესო ფეხბურთელად ფერან ტორესი დაასახელეს, ესპანელმა შემტევმა ბრატისლავის სლოვანის წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა (6:1).
სრულად, საუკეთესო გუნდი კი ასე გამოიყურება:
მეკარე: ტიბო კურტუა (რეალ მადრიდი)
მცველები: მარკ ბარტრა (ბეტისი), პაუ ტორესი (ასტონ ვილა), არჩი ბრაუნი (ფენერბაჰჩე), სერჟინიო დესტი (პსვ)
ნახევარმცველები/შემტევები: მარტინ ბატურინა (კომო), მარტინ ოდეგორი (არსენალი), ფერან ტორესი (პსჟ), მაიკლ ოლისე (ბაიერნი)
თავდამსხმელები: ერმედინ დემიროვიჩი (შტუტგარტი), რაფინია (ბარსელონა)
Introducing the first Team of the Week of the season! 🌟@Hyundai_Global | #UCLTOTW pic.twitter.com/NTEGLA0Hyn
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) September 11, 2026