Belive

პირველი შეკრება: ნაპოლის ამხანაგური მატჩების კალენდარი ცნობილია

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" 2022/23 წლების სეზონისთვის მომზადებას იწყებს და პირველ შეკრებას ივლისის თვეში გეგმავს.

უკვე ცნობილია იმ მატჩების განრიგი, რომელსაც იტალიის აწ უკვე მოქმედი ჩემპიონი ივლისის თვეში ჩაატარებს.

დიმაროში შეკრების დაწყების თარიღად 14 ივლისი არის მიჩნეული, ხოლო 20 ივლისს რუდი გარსიას გუნდს პირველი ამხანაგური მატჩი ელოდება ქვედა ლიგის წარმომადგენელი "ანაუნე ვალ დი ნონის" წინააღმდეგ.

რაც შეეხება მეორე მატჩს, 22 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი 24 ივლისს "სპალის" წინააღმდეგ ითამაშებს, რომელიც სერია C-ში დავქეითდა.​

უშუალოდ ქართველი ფეხბურთელი გუნდს რამდენიმე ვარსკვლავთან ერთად მოგვიანებით შეუერთდება.

სეზონის პირველი მატჩი "ნაპოლის" კიდევ ერთი ქართველის, გიორგი კვერნაძის გუნდთან, სერია B-დან დაწინაურებულ "ფროზინონესთან" სტუმრად, 19 აგვისტოს ელოდება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები