Belive

პირველი მოგება ლიგა 1-ში | რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ ბრესტთან?

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის მეოთხე ტურში ბრესტმა პსჟ-ს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. გავლილ 3 ტურში პარიზელებს მოგება არ ჰქონდათ (2 ფრე და წაგება), ამიტომ ლუის ენრიკეს გუნდისთვის, ეს შეხვედრა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ, ბრესტთან მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო (განსხვავებით ჩემპიონთა ლიგაზე, სლოვანთან შეხვედრისგან) - თამაშის ერთადერთი გოლი ფერან ტორესმა, უსმან დემბელეს გადაცემით გაიტანა. ეს მატჩის დებიუტშივე (მე-5 წუთზე) მოხდა და ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ბრესტი უფრო ცდილობდა (ახლოსაც იყო) არწაგებას, ვიდრე სტუმარი გუნდი ანგარიშის გაზრდას.

ხვიჩამ მოედანზე 66 წუთი გაატარა, იგი დეზირე დუემ შეცვალა - კვარაცხელიამ კარისკენ 3-ჯერ დაარტყა, საიდანაც 2-ჯერ მეკარემ მოიგერია. მისი შეფასება 6.5-დან 7.1-დეა (sofascore-სა და whoscored-ის მიხედვით). ლიგა 1-ის გავლილ 4 ტურში, ქართველის ანგარიშზე, 1 საგოლე გადაცემააა.

დაგროვებული 5 ქულით, პსჟ ჩემპიონატის მეშვიდე ადგილზეა.

სხვა სტატიები