Belive

პირველი კომუნიკაცია შედგა - როდრიგო დე პაული ინტერ მაიამიში გადავა?!

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამერიკულ და ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინტერ მაიამი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგაც მაღალი ამბიციების შენარჩუნებას გეგმავს, მათი მთავარი სამიზნე კი მსოფლიო ჩემპიონი - როდრიგო დე პაულია, რომელსაც ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

ინფორმაციას ასევე ადასტურებს და ავრცელებს ფაბრიციო რომანოც, რომლის გავრცელებული ინფორმაციის თანახმადაც, 31 წლის მსოფლიო ჩემპიონი თანახმაა მესისთან ერთად კლუბშიც ითამაშოს და მან მის მხარეს მოლაპარაკებების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

როდრიგო დე პაული წლების განმავლობაში რასინგში, ვალენსიაში, უდინეზესა და ატლეტიკოში თამაშობდა, არგენტინის ნაკრებში კი მას 78 მატჩი აქვს ნათამაშები, სადაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ამასთანავე მან კოპა ამერიკა მოიგო.

სხვა სტატიები