პირველი გოლი ტრავმის შემდეგ - რა შეფასება დაიმსახურა ოთარ კიტეიშვილმა ვოლფსბერგერთან მატჩში?
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი" "ვოლფსბერგერს" დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში - 3:2 იმარჯვა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 მარცხდებოდა, მეორე ნახევრის სტარტზე კი მატჩში საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი ჩაერთო, რის მერეც, 6-წუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს. შემობრუნებას სათავე სწორედ კიტეიშვილმა დაუდო, რომელიც მოედანზე შემოსვლიდან 2 წუთში ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის გამტანი აღმოჩნდა.
საბოლოო ჯამში, სტუმრებმა 1 ბურთის გაქვითვა შეძლეს, "შტურმმა" კი - 3:2 იმარჯვა და 12 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა, მოქმედ ჩემპიონ "ზალცბურგთან" ჩამორჩენა კი 2 ქულაა.
რაც შეეხება კიტეიშვილს, დაზიანების მოშუშებისა და მოედანზე დაბრუნების შემდეგ ეს მისთვის პირველი გოლი იყო, ისევე, როგორც მთლიანად მიმდინარე სეზონში, სადაც საერთო ჯამში, სულ 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
უშუალოდ "ვოლფსბერგერთან" გამართულ შეხვედრაში კიტეიშვილმა 7.3 ქულა დაიმსახურა და ეს იმ 32 მოთამაშეს შორის, რომელმაც მატჩში მონაწილეობა მიიღო, მეხუთე საუკეთესო შედეგი იყო.
რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილის დეტალურ სტატისტიკას "ვოლფსბერგერის" წინააღმდეგ, ის შემდეგნაირად გამოიყურება:
ნათამაშები წუთი: 45
კოეფიციენტი: 7.3
გოლი: 1
ბურთთან შეხება: 37
პასის სიზუსტე: 21/27 (78%)
გრძელი პასი: 1/2
კარში დარტყმა: 1
წარმატებული დრიბლინგი: 1/2
მოგებული ორთაბრძოლა ჰაერში: 3/6
მოგებული ორაბრძოლა მოედანზე: 2/2
ბურთის დაკარგვა: 8
ჯარიმა: 2
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 8
სახიფათო მომენტის განმუხტვა: 1