Belive

პირველად კინგსლი კომანის კარიერაში - მან ქვეყნის ჩემპიონატის მოგება ვერ მოახერხა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგ ფეხბურთელ კინგსლი კომანს საოცარი სტატისტიკა აქვს, ის 2012/13 წლების სეზონიდან მოყოლებული ყოველ წელს ახერხებდა ქვეყნის ჩემპიონატის მოგებას, მაგრამ ეს შესანიშნავი სტატისტიკა დღეს შეწყდა, რადგან 27 წლის ფეხბურთელი "ბაიერნთან" ერთად ამ ტიტულს ვეღარ მოიგებს. ბუნდესლიგის ჩემპიონი ნაადრევად "ლევერკუზენი" გახდა.

კომანმა ჯერ "პარი სენ ჟერმენში" დაიწყო ქვეყნის ჩემპიონატის მოგება: 2012/13, 2013/14 წლებში. შემდეგ ეს კარგი სვლა "იუვენტუსში" გაგრძელდა, სადაც ერთხელ 2014/15 წლებში მოიგო სერია A-ს ტიტული. ფრანგი ფეხბურთელის კარიერა მას შემდეგ მიუნხენის "ბაიერნში" გაგრძელდა და გერმანულ კლუბში ზედიზედ 8-ჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი: 2015/16, 2016/17, 2017/18, 2018/19, 2019/20, 2020/21, 2021/22, 2022/23.