Belive

პირველად კარიერაში - კარიმ ბენზემა ოქროს ბურთის მფლობელი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ოქროს ბურთის'' 66-ე დაჯილდოების გამარჯვებული საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა გახდა.

34 წლის ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.

ბენზემამ გასულ სეზონში ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თავდამსხმელმა ,,სამეფო გუნდთან'' ერთად ესპანეთის ლა ლიგა, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.


,,ოქროს ბურთის'' გამოკითხვის შედეგად, ტოპ ათეული ასე გამოიყურება:

10. ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი/მანჩესტერ სიტი)

9. ლუკა მოდრიჩი (რეალი)

8. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)

7. ტიბო კურტუა (რეალი)

6. კილიან მბაპე (პსჟ)

5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

4. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი/ბარსელონა)

3. კევინ დე ბრუინე (მანჩესტერ სიტი)

2. სადიო მანე (ლივერპული/ბაიერნი)

1. კარიმ ბენზემა (რეალი)


  • ქალებს შორის ,,ოქროს ბურთი'' ზედიზედ მეორედ ალექსია პუტეიასს (ბარსელონა, ესპანეთი) გადაეცა.
  • საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ,,ბარსელონასა'' და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი - გავი დასახელდა.
  • სოკრატესის სახელობის ჯილდო სადიო მანემ მიიღო.
  • გერდ მიულერის სახელობის ჯილდო (საუკეთესო თავდამსხმელი) რობერტ ლევანდოვსკიმ მოიგო.
  • წლის საუკეთესო მეკარე (ლევ იაშინის ჯილდო) ტიბო კურტუა გახდა.
  • წლის გუნდად მანჩესტერ სიტი დასახელდა.

სხვა სტატიები