საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ,,დინამო თბილისი'' ,,სამტრედიას'' ესტუმრა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, დედაქალაქური გუნდი პირველადგილოსან ,,დინამო ბათუმს'' 4 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ბათუმელებმა საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმეს.
,,დინამო ბათუმი'' საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. გია გეგუჩაძის გუნდს მიმდინარე სეზონში კიდევ ორი შეხვედრა ელის - მოქმედი ჩემპიონები ხვალ ,,სამგურალს'' ესტუმრებიან, 4 დეკემბერს კი ,,დილას'' უმასპინძლებენ.