ოთარ კაკაბაძე: "ლეხი სლოვანზე უკეთესი გუნდია, თუმცა ნათელია, რომ ჩავარდნა აქვს"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"დინამო ბათუმმა" ბრატისლავის "სლოვანთან" ძალიან კარგად ითამაშა და მეტოქეს ერთი თავით აჯობა, ამის მიუხედავად გუნდი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასვლას იმსახურებდა, დამარცხდა. რაც შეეხება პოზნანის "ლეხთან" დაპირისპირებას, პოლონეთის ჩემპიონი "სლოვანზე" კარგი გუნდია, თუმცა ის ჩავარდნა, რომელიც ახლა "ლეხს" აქვს, იმაზე მიანიშნებს, რომ ეს კლუბი საუკეთესო ფორმაში არ არის და იმედი მაქვს, ბათუმელები ამ შანსს გამოიყენებენ. "დინამოზე" ვერ ვიტყვი, რომ მათ "სლოვანთან" თამაშის შემდეგ ჩავარდნა აქვთ, რაზეც მათ მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხი მიუთითებს", - თქვა ოთო კაკაბაძემ ჩვენთან საუბრისას.“დინამო ბათუმისა” და პოზნანის “ლეხის” დაპირისპირება 21 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.