Belive

პირველად 100 წლის შემდეგ - ასტონ ვილამ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

უნაი ემერის შეგირდები საოცარ ფორმაში იმყოფებიან - პრემიერ ლიგის მე-17 ტურში, ასტონ ვილამ საკუთარ კედლებში მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.

ამ გამარჯვებით მათ საკუთარი 100-წლიანი რეკორდი გააუმჯობესეს - კერძოდ, ასტონ ვილამ ზედიზედ 10 თამაში ბოლოს 1925 წელს მოიგო (კლუბი 1897 წელს დაარსდა).

ასტონ ვილას ზედიზედ 10 მოგებული მატჩიდან 7 პრემიერ ლიგაშია, 3 კი ევროპა ლიგაზე.

უნაი ემერის გაწვრთნილი გუნდი პრემიერ ლიგაში 36 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება, ევროპა ლიგაზე კი კლუბი მესამე პოზიციაზე 15 ქულით იმყოფება და მათ პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვთ.

ასტონ ვილამ ბოლო 10 თამაშში შემდეგი კლუბები დაამარცხა.

  • 2:0 Vs. მაკაბი თელ ავივი

  • 4:0 Vs. ბორნმუთი

  • 1:2 Vs. ლიდსი

  • 2:1 Vs. იანგ ბოისი

  • 1:0 Vs. ვულვზი

  • 3:4 Vs. ბრაიტონი

  • 2:1 Vs. არსენალი

  • 1:2 Vs. ბაზელი

  • 2:3 Vs. ვესტ ჰემი

  • 2:1 Vs. მანჩესტერ იუნაიტედი

ასტონ ვილას მომავალ 2 მატჩი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი დაპირისპირებები ელოდება. 27 დეკემბერს ისინი ჩელსის ლონდონში ესტუმრებიან, 31 დეკემბერს კი არსენალს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები