Belive

"პირველ ტაიმში ჰეთ-თრიქს შევასრულებ და შემცვალე" - სამუელ ეტო'ო სიცრუეში გამოიჭირეს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კამერუნის ეროვნული ნაკრებისა და ინტერის ყოფილი ფეხბურთელი სამუელ ეტო'ო ერთ-ერთ პოდკასტში (The Bridge) იმყოფებოდა და მილანურ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა. ლეგენდარულმა ვეტერანმა ყველასთვის უცნობი ის დღე გაიხსენა, რომელიც დღემდე არასდროს გახმაურებულა.

ერთხელ პარიზში წვეულებაზე დამპატიჟეს და იქ მეგობრებთან ერთად უნდა წავსულიყავი. მე ჩემს მწვრთნელთან, ლეონარდოსთან მივედი და ვუთხარი: "აეროპორტი მალე იკეტება, პირველ ტაიმში ჰეთ-თრიქს შევასრულებ, შემცვალე და ამის შემდეგ წავალ." ასეც მოხდა: სამი გოლი გავიტანე, ტაიმის ბოლოს შემცვალეს და წვეულებაზეც გავფრინდი. - სამუელ ეტო'ო

მთავარი ამბავი კი ასეთია - ოფიციალური მონაცემებით სამუელ ეტო'ოს მილანის ინტერში მხოლოდ ერთი ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული ისიც ბრემენის ვერდერის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, როდესაც გუნდს რაფა ბენიტესი წვრთნიდა, ამას ისიც ემატება, რომ გერმანულ გუნდთან ეტო'ო-მ გოლები 21-ე, 27-ე და 81-ე წუთებზე გაიტანა და 90 წუთი ითამაშა. აქედან გამომდინარე პირველი ტაიმის შემდეგ ის არ შეუცვლიათ. როგორც ჩანს კამერუნელი ფეხბურთელი ზემოხსენებულ ისტორიას იგონებს და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

სხვა სტატიები