Belive

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ლონდონის ჩელსი დასაჯა

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) ლონდონის ჩელსი დასაჯა. სასჯელი 2009 წლიდან, 2022 წლამდე, რომან აბრამოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში, საფეხბურთო აგენტების საქმიანობას, შუამავლებთან მუშაობის რეგულაციებსა და ფეხბურთელებში მესამე მხარის ინვესტიციებს ეხება. ეს ცამეტწლიანი პერიოდი, დაახლოებით 74 დარღვევას მოიცავს. ამ დარვევებში კი შედის ისეთი ფეხბურთელების ტრანსფერებიც, როგორებიც არიან ვილიანი, სამუელ ეტო'ო და ედენ აზარი.

სპორტული პლატფორმა "The Athletic"-ის ინფორმაციით, ჩელსის, 10 მილიონი ფუნტის ჯარიმა და ორ სატრანსფერო ფანჯარაზე აკრძალვა დაეკისრა, თუმცა ეს ჯარიმა, 2027 წლის 30 ივნისამდე შეჩერებულია. თავდაპირველად, ამ აკრძალვის პირობებში, კლუბისთვის, 6 ქულაც უნდა დაეკლოთ, მაგრამ აპელაციის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება გაუქმდა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ, ეს ყველაფერი, თავის ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა.

ჩელსიმ, სხდომის დაწყებამდე, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ მიღებული წესების 74 დარღვევა აღიარა. ამის შემდეგ, დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა კომისიამ, კლუბს, 6 ქულის დაკლება დააკისრა.

კლუბმა ქულების დაკლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. დამოუკიდებელმა სააპელაციო საბჭომ კი, დამატებითი განხილვის შემდეგ, საჩივარი დააკმაყოფილა და ეს სასჯელი გააუქმა.

ამის ნაცვლად კი, საბჭომ მიიღო წესი, რომლის თანახმადაც, ლონდონის ჩელსის 2027 წლის 30 ივნისამდე, აეკრძალა ნებისმიერი ტრანსფერის განხორციელება. - ნათქვამია განცხადებაში

სხვა სტატიები