Belive

პიოლი: ,,ოსიმენი შესანიშნავი თავდამსხმელია, მაგრამ ნაპოლიმ მის გარეშე შვიდივე მატჩი მოიგო''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ,,ნაპოლისთან'' მატჩის წინ განაცხადა, რომ ხვალინდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის დაპირისპირებაზე არ იმოქმედებს:

,,გადამწყვეტი ორი თვე გველის, ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეგვიძლია. ბიჭებს სანაკრებო პაუზის შემდეგ ვუთხარი, რომ არაფერი შეცვლილა. ერთი წლის წინ, ჩვენზე ვერავინ იტყოდა, რომ სკუდეტოს მოვიგებდით, ახლა კი ჩვენი ძალიან ცოტას სჯერა. ცოტას სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს გადავლახავთ და სერია A-ს ოთხეულში მოვხვდებით. ეს სეზონი, შესაძლოა, დიდებული გამოდგეს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც უფრო ნეგატიურია. მნიშვნელობა აღარ აქვს, რა მოხდა შარშან, ჩემპიონატში დარჩენილ 10 და ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილ 5 მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

რა თქმა უნდა, ოსიმენი შესანიშნავი თავდამსხმელია, მაგრამ, ისიც სიმართლეა, რომ ,,ნაპოლიმ'' ამ სეზონში მის გარეშე შვიდივე მატჩი მოიგო. ჩემი არჩევანი მის არყოფნაზე დამოკიდებული არ იქნება. თუ ,,მილანის'' სტილში ვითამაშებთ, მაშინ მოგება შეგვიძლია, თუ ასე არ მოხდება, წაგების რისკიც არსებობს.

მეტოქე ბოლო პერიოდში საოცრად სტაბილური იყო, მაშინ, როდესაც ჩვენ ბოლო 2 თვის განმავლობაში, კარგად არ გამოვიყურებოდით. ხვალ რაც არ უნდა მოხდეს, ჩემპიონთა ლიგაზე სრულიად განსხვავებული სურათი იქნება,'' - განაცხადა პიოლიმ.

ხვალ, იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში, ,,ნაპოლი” ,,მილანს” უმასპინძლებს, მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

27 ტურის შემდეგ სპალეტის გუნდი 71 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ,,მილანი” კი 48 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები