Belive

პიოლი: ,,მშვიდად ვართ, რადგან ვიცით რომ ხვალინდელი მატჩისთვის საუკეთესოდ მოვემზადეთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ,,ნაპოლისთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,მშვიდად ვართ, რადგან ვიცით, რომ ხვალინდელი შეხვედრისთვის საუკეთესოდ მოვემზადეთ, მოსალოდნელ სირთულეებს გაცნობიერებთ. ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონთა ლიგაა და გვსურს, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ.

,,მილანს'' ამ ტურნირზე წარმატების ფანტასტიკური ისტორია აქვს. თუმცა, ისიც მართალია, რომ ბოლო წლების განმავლობაში პლეი-ოფში ვერ გავდიოდით. ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე იმაზე მეტი შევძელით, ვიდრე შარშან, ახლა კი ამ ეტაპის გადალახვას ვეცდებით, მაგრამ, ვიცით, რომ ,,ნაპოლი'' ძალიან ძლიერია. შეჯიბრის ამ ეტაპზე მხოლოდ ძლიერი გუნდები თამაშობენ, ამიტომ გასამარჯვებლად ბოლომდე დახარჯვა დაგვჭირდება.

,,ნაპოლიმ'' ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ,,ბაიერნის'' შემდეგ ყველაზე მეტი მატჩი მოიგო. ეს მაღალი დონის კლუბია, თუმცა დაპირისპირებას 0:0-დან ვიწყებთ და ორ დაბალანსებულ მატჩს ველოდები,'' - პიოლის სიტყვებს უეფას ვებგვერდი ციტირებს.

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,მილანი'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები