მენიო წამსვლელია - მილანის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ალისონია
მილანმა ლივერპულის მეკარე, ალისონ ბეკერი თავის მთავარ სატრანსფერო სამიზნედ დაასახელა. მილანის მთავრი მეკარის, მაიკ მენიოს შეძენას ჩელსი ცდილობს და ამ მხრივ მილანში გაურკვევლობაა - კლუბი მიიჩნევს, რომ ფრანგი მეკარე მათ რიგებს დატოვებს.
შვეიცარიული Sky Sport-ის ცნობით, მილანი შეურიგდა მეიოს დაკარგვას - მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხელმძღვანელობით, „როსონერი“ დროს არ კარგავს. როგორც ამბობენ, იტალიელები ლივერპულის პირველ ნომერზეა ორიენტირებული და 33 წლის ბრაზილიელს კლუბის მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად იდეალურ კანდიდატად მიიჩნევენ.
იტალიურ კლუბში ფიქრობენ, 'სან სიროზე' ალისონი ჩავა, როგორც მზა ლიდერი, რომელსაც შეუძლია დაცვის ხელმძღვანელობა. მილანმა უკვე დაამყარა კონტაქტი ალისონის წარმომადგენლებთან, რათა დაედასტურებინათ ინტერესი სერია A-ში დაბრუნების მიმართ (ალისონი რომაში თამაშობდა / 2018 წლამდე).
🚨 JUST IN - @sachatavolieri :
— LFC Transfer Room (@LFCTransferRoom) December 10, 2025
AC Milan eyes Alisson Becker for the post-Maignan era! pic.twitter.com/qzoo2E02xf