პიოლი: ,,მილანის ფეხბურთელების ტრავმების მიზეზი მხოლოდ უიღბლობა ვერ იქნება''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ,,ლეჩესთან'' გამართული მატჩის შემდეგ, მისი ფეხბურთელების გახშირებულ ტრავმიანობაზე ისაუბრა:
,,მართლაც ძალიან ბევრი მსგავსი ტრავმა გვაქვს და, სიმართლე გითხრათ, ამის ახსნა არ შემიძლია.
ამ ყველაფრის მიზეზი მხოლოდ უიღბლობა ვერ იქნება. ასე ხშირად თამაშისას, ფიზიკური და გონებრივი სტრესის დონე იზრდება, რაც ფეხბურთელებზე ზემოქმედებს.'' - სტეფანო პიოლი
,,ლეჩესთან'' მატჩის პირველივე წუთებში რაფაელ ლეაუ კუნთმა შეაწუხა, რის გამოც პორტუგალიელმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. პირველ ტაიმში მსგავსი პრობლემა დავიდე კალაბრიასაც შეექმნა.
როგორც Football Italia წერს, მიმდინარე სეზონში ,,მილანის'' ფეხბურთელებმა კუნთთან დაკავშირებული 16 ტრავმა მიიღეს.
🗣 #Pioli in press conference on how to explain all these injuries: "Right now I don't have an explanation, it can't just be bad luck, playing so much and with this stress the risks are raised but we're suffering so many. pic.twitter.com/wc8S35CECT
— Milan Posts (@MilanPosts) November 11, 2023