პიკე: ,,პსჟ-ს ფეხბურთელები სწორედ ისე თამაშობენ, როგორც ეს ენრიკეს სურს''
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილი მცველი, ჟერარ პიკე, ,,პარი სენ ჟერმენს'' ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევს:
,,ჩემთვის ლივერპულთან პსჟ-ს გამარჯვება დიდი მოულოდნელობა იყო. ლუის ენრიკე საკუთარ საქმეს ძალიან კარგად აკეთებს. მქონდა პატივი, რომ მისი ხელმძღვანელობით მეთამაშა. ის შესანიშნავი მწვრთნელია, რომელმაც ზუსტად იცის, რისი გაკეთება სურს.
ასევე, ვფიქრობ, მას აქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ ისეთი გუნდი შექმნას, როგორიც უნდა. ეს მოედანზეც კარგად ჩანს, მისი ფეხბურთელები სწორედ ისე თამაშობენ, როგორც ეს ენრიკეს სურს. გარდა ამისა, მას კლუბის მფლობელის სრული მხარდაჭერა აქვს, რაც სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პსჟ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია.'' - ჟერარ პიკე
,,პარი სენ ჟერმენი'' ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია, სადაც მისი მეტოქე ,,ასტონ ვილაა''. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 9 აპრილს, პარიზშია ჩანიშნული.
Gerard Piqué (ex-Barça) : « Le Real est le club à battre, le PSG fait des choses incroyables » en Ligue des champions
— L'ÉQUIPE (@lequipe) March 25, 2025
➡️ https://t.co/7LXeRJK4Fx pic.twitter.com/x94oi6rWjY