Belive

პიერ საჟი შესაძლოა ლიონიდან გაუშვან - კლუბის პრეზიდენტი საფრანგეთში ჩადის | RMC SPORT

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლიონის" მთავარი მწვრთნელი პიერ საჟი შესაძლოა გაათავისუფლონ, ამის შესახებ ინფორმაციას RMC SPORT აქვეყნებს. წყაროს ცნობით, ლიონში კლუბის პრეზიდენტი ჯონ ტექსტორი ჩადის, თავდაპირველად მისი ჩასვლის მიზეზად ფინანსური საკითხები სახელდებოდა, მაგრამ როგორც გავრცელებული ინფორმაციებიდან ვიგებთ 45 წლის სპეციალისტის მუშაობით კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა და მისი გაშვება განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება. როგორც RMC-სგან ვიგებთ კლუბის რამდენიმე თანამშრომელი შიშობს, რომ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

"ლიონს" ბოლო პერიოდში კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას, ფრანგულ გუნდს 2025 წელს მხოლოდ 1 მოგება აქვს, მათ ზედიზედ 3 ფრე აქვთ ნათამაშები და საფრანგეთის თასიდან მეხუთე ლიგის გუნდმა გამოაგდო. საფრანგეთის ლიგა 1-ში "ლიონი" 30 ქულით მე-6 ადგილზეა (8 მოგება, 6 ფრე, 5 მარცხი), ევროპა ლიგაზე კი 14 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს (4 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი).

პიერ საჟი მთავარ მწვრთნელად 2023 წელს დაინიშნა და კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მან გუნდი მოედანზე 56 შეხვედრაში გაიყვანა, აქედან 33 მოიგო, 9 ფრედ ითამაშა და 14-ჯერ წააგო.

სხვა სტატიები