ფრენკ ლამპარდი ევერტონიდან გაუშვეს
ფრენკ ლამპარდი "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება.
Frank Lampard has been sacked by Everton, as expected — official club statement to follow 🚨🔵 #EFC pic.twitter.com/TzPqLqs6Gb
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 23, 2023
პრემიერ ლიგაში "ევერტონი" ძალიან ცუდად გამოიყურება. კლუბმა ბოლო ხუთი შეხვედრიდან 4 მატჩი დათმო და მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფრე. ლივერპულელები ამჟამად მე-19 პოზიციას იკავებენ და ინგლისის უმაღლესი ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი პრეტენდენტები არიან.
ბუნებრივია, რომ ამ შედეგების ფონზე გუნდის მთავარი მწვრთნელის ფრენკ ლამპარდის მიმართ კრიკიტას არავინ იშურებდა. მისი გუნდიდან გაშვების გადაწყვეტილება "ევერტონის" მფლობელმა ფარჰად მოშირიმ მიიღო.
"ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი "კანფეტების" თავკაცად 2022 წლის იანვრის ბოლოს დაინიშნა. გასულ სეზონში ინგლისელმა სპეციალისტმა კლუბი გავარდნას გადაარჩინა, თუმცა, ახლა "ევერტონს" 20 მატჩში მხოლოდ 15 ქულა აქვს. მერსისაიდელებს ამ სეზონში მხოლოდ სამი მოგება აქვთ. მათ ბოლოს პრემიერ ლიგაში მატჩი ოქტომბერში მოიგეს, როცა შინ "კრისტალ პალასი" 3:0 დაამარცხეს.