Belive

ფრანგული მედია: მიქაუტაძის სურვილი ლიონში დაბრუნებაა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგული მედია საქართველოს ნაკრების და "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საინტერესო სტატიებს აქვეყნებს და წერს, რომ ფეხბურთელის სურვილი ლიონის "ოლიმპიკში" დაბრუნებაა.

"მეცის" ფეხბურთელი ძალიან პოპულარულია "ბარნლიში", რომელიც პრემიერ ლიგაში დაწინაურდა, მაგრამ ის თავის მშობლიურ კლუბში დაბრუნებაზე ოცნებობს. თავად კლუბმა ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი დაახლოებული პირისგან შეიტყო.

გიორგი მიქაუტაძის დამატებისთვის "ლიონმა" სულ მცირე 10 მილიონი ევრო უდნა გაიღოს, რაც მათ თავს დაწესებული ფინანსური სანქციების ფონზე არცისე მარტივი იქნება", - წერს olympique-et-lyonnais.com-ი.

გიორგი მიქაუტაძე ლიონური კლუბის აკადემიაში 2008-15 წლებში თამაშობდა. მან განვლილ სეზონში ყველა ტურნირზე "მეცის" მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, ევროპის ტოპ ჩემპიონატის წარმომადგენელი არაერთი კლუბის ინტერესთა სფეროშია, მათ შორის იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდის, ტურინის “იუვენტუსის”, თუმცა ყველაზე რეალური მისი პრემიერ ლიგაში დაბრუნებულ “ბარნლიში” გადაბარგებაა.

სხვა სტატიები