Belive

ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა. ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ნაკრებები 16 3-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებოდნენ, თუმცა ოფიციალურ პირებს არ მოსწონდათ ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ნაკრებს ტურნირზე მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოუწევდათ. ამიტომ, ახალი გადაწყვეტილებით, 12 ოთხგუნდიანი ჯგუფი გაკეთდება.

პირველად ისტორიაში 2026 წლის მუნდიალს სამი ქვეყანა - აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ. ტურნირი ივნისში (დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია) დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები