Belive

ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ბარსელონა კამპნოუს სკამების გაყიდვას აპირებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ბარსელონაში" ფინანსური პრობლემები ისევ მძვინვარებს და გუნდი ყველანაირად ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის აღმოსაფხვრელად კატალონიელები "კამპნოუს" სკამების გაყიდვას აპირებენ.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ამ ზაფხულს "ბლაუგრანამ" 200 ევროზე მეტით შეუმცირა საკუთარ თანამშრომლებს ხელფასები. გუნდის ხელმძღვანელობამ ეს ყველაფერი ფინანსური წესების დასაცავად გააკეთა. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სერხიო ბუსკეტსისა და გავის გუნდში ყოფნა საფრთხის ქვეშ დგას.

როგორც ხედავთ, "ბარსელონაში" რთული მდოგმარეობაა და ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად მათ "კამპნოუს" სკამების გაყიდვა გადაწყვიტეს.

მოგეხსენებათ, კატალონიელთა საშინაო მოედანს განახლება სჭირდება რის გამოც ისინი საშინაო შეხვედრებს Estadi Olimpic Lluis Companys-ზე ჩაატარებენ. აღნიშნული მოედანი "კამპნოუზე" 44,000 - ით ნაკლებ გულშემატკივარს იტევს. ესეც კიდევ დიდ ზიანს მიაყენებს ესპანური კლუბის ფინანსებს, ამიტომ გუნდი ადგილების გაყიდვას აპირებს. ჯერჯერობით ცნობილი არაა რა ეღირება, თუმცა, გასულ წელს გულშემატკივარს საყვარელი ადგილის შეძენა 300 ევროდ შეეძლო.

ბოლო თვეებში "ბარსელონა" მინდორზე საკმაოდ კარგად გამოიყურება. ხავის გუნდი ამჟამად ლა ლიგის სათავეშია და "რეალს" რვა ქულით უსწრებს. "ბლაუგრანა" ევროპა ლიგაზეც ასპარეზობს, სადაც მათი მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება.

სხვა სტატიები