Belive

ოსასუნას მეკარე: ,,სუპერთასი იმისთვისაა შექმნილი, რომ რეალმა და ბარსელონამ ითამაშონ''

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ოსასუნას'' მეკარემ, სერხიო ერერამ, ,,ბარსელონასთან'' მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ესპანეთის სუპერთასი ,,ელ კლასიკოსთვისაა'' შექმნილი:

,,სუპერთასი იმისთვის შექმნეს, რომ რეალმა და ბარსელონამ ითამაშონ. ვინც ამას ვერ ხვდება, ფეხბურთი არ ესმის. ამას არ ვიზიარებ, მაგრამ ნორმალურია, რომ საუდის არაბეთში ამ ორი გუნდის ხილვა სურთ და სწორედ ამიტომ მეტ ფულს იხდიან.

სუპერთასის არაბეთში ჩატარება? ეს ტურნირი ჩვენმა მაყურებლებმა უნდა ნახონ. ჩვენ ესპანური გუნდები ვართ და თამაშით სიამოვნება სწორედ ესპანელმა ქომაგებმა უნდა მიიღონ. თუმცა, აქ იმიტომ მოვდივართ, რომ ეს ჩვენი პროფესიაა...'' - სერხიო ერერა

ესპანეთის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს ,,ბარსელონა'' და ,,რეალი'' შეხვდებიან. მატჩი კვირას, 14 იანვარს გაიმართება.

ნახევარფინალში კატალონიელებმა ,,ოსასუნა'' დაამარცხეს, ,,სამეფო გუნდმა'' კი ,,ატლეტიკოს'' მოუგო.

სხვა სტატიები