Belive

ფინალურ მატჩამდე 3 დღით ადრე, მესიმ არგენტინის ნაკრების ვარჯიში გამოტოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ დღეს ვარჯიში გამოტოვა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

მესის ხორვატიასთან ნახევარფინალურ მატჩში მარცხენა ფეხის ბარძაყი აწუხებდა, მაგრამ შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელმა თავად განაცხადა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა არ ჰქონია.

დღეს მოედანზე მხოლოდ იმ ფეხბურთელებმა ივარჯიშეს, რომლებიც ხორვატიასთან მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვნენ ან სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. ძირითადის მოთამაშეები კი დარბაზში ვარჯიშობდნენ. ვარჯიშის მიწურულს მოედანზე ძირითადი თერთმეტეულის ფეხბურთელებიც გავიდნენ, თუმცა მესი არ გამოჩენილა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია მესის დაზიანება, თუმცა, როგორც ესპანური გამოცემა წერს, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ლეო გადამწყვეტ მატჩში ითამაშებს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი კვირას, 18 დეკემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები