ფილიპ ლამი ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"მე არ ვარ დელეგაციის წევრი და არ ვარ ვალდებული, რომ ყატარში ჩავფრინდე. მირჩევნია ტურნირს სახლიდან ვუყურო. ტურნირის მასპინძლის სტატუსის მოპოვების დროს, ადამიანთა უფლებები გადამწყვეტ როლს თამაშობს. ყატარი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შემსრულებელია. ეს მომავალში აღარ უნდა განმეორდეს. ადამიანის უფლებები, მდგრადობა, ქვეყნის ზომა... ეს ყველა კრიტერიუმი საკმარისია იმისთვის, რომ ყატარში მსოფლო ჩემპიონატი არ ჩატარდეს."The Guardian-ის 2021 წლის გამოძიებამ დაადგინა, რომ 6500-ზე მეტი მიგრანტი მუშა დაიღუპა მას შემდეგ, რაც ყატარი მასპინძელ ქვეყანად გამოცხადდა. 37 სიკვდილი პირდაპირ კავშირში იყო ტურნირისთვის სტადიონების მშენებლობასთან. გარდა ამისა, ქვეყანაში აკრძალულულია LGBTQ+ თემი და ერთსქესიანი წყვილების ქვეყანაში შეშვებაც კი შეზღუდულია. ამის შესახებ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა განაცხადა, რომ საწყენია, "სამი ლომის" ზოგიერთი გულშემატკივარი, ამ სამარცხვინო შეზღუდვის გამო, რომ ვერ შეძლებს მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას. ყატარულმა მხარემ კი, ბრიტანელ მწვრთნელს მოუწოდა, რომ „სიტყვები ფრთხილად შეერჩია“.