ბრაზილიის ჩემპიონატის მე-4 ტურში "ფიგუერენსემ" შინ "ავაის" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
მასპინძელთა ფეხბურთელი, ბრუნო სილვა მე-2 ტაიმში შეცვალეს. ბრაზილიელს "ფიგუერენსეს" ფანები აგინებდნენ, 33 წლის ნახევარმცველი კი მათ შეურაცხყოფას სხვადასხვა ჟესტით აყენებდა.
"ფიგუერენსეს" ერთ-ერთმა ფანმა მოედანზე შეპარვა მოახერხა, რის შემდეგაც ის გუნდის მეკარემ წააქცია. მიუხედავად ამისა, ბრუნო სილვამ ქომაგს ფეხი თავში ჩაარტყა.
აღნიშნული ადამიანი მომხდარის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.