ფერიერი კაპუტი - პირველი ქალი მსაჯი სერია A-ში
როგორც Sky Sports Italia-მ განაცხადა, ფერიერი კაპუტი პირველი ქალი მსაჯი გახდება, რომელიც სერია A-ს მატჩს წარუძღვება. მარია სოლე ფერიერი კაპუტი "სასუოლოსა" და "სალერნიტანას" მატჩს განსჯის. აღნიშნული შეხვედრა 2 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
ULTIM'ORA SERIE A
— skysport (@SkySport) September 28, 2022
Sassuolo-Salernitana: designata Maria Sole Ferrieri Caputi
È la prima donna ad arbitrare una partita di Serie A#SkySport #SkySerieA #SerieA
32 წლის იტალიელი მსაჯი გასულ წლებში სერია D-ში და სერია C-ში მსაჯობდა. მის მიერ განსჯილმა მატჩებმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ყურადღება მიიპყრო და შანსიც მიეცა.
გასულ სეზონში, ფერიერე კაპუტიმ მისი პირველ მატჩი განსაჯა სერია B-ში. აღნიშნული შეხვედრა "ჩიტადელასა" და "სპალს" შორის 0:0 დასრულდა.
32 წლის არბიტრი აგრძელებს შთაბეჭდილების მოხდენას საფეხბურთო სამყაროზე და მიღწეული შედეგიც სავსებით ლოგიკურია.